მედია სოლიდარობას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აპირებს. ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლების სამიზნე მთავარი არხია, ამიტომ სხვა კრიტიკული ტელეკომპანიები და მედიასაშუალებები მთავარს შესაბამის დახმარებას გაუწევენ. კონკურენციაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის გადარჩენაა. ამასთან, მთავარი არხის მხარდასაჭერად იხსენება ფონდიც. ხვალ კი საღამოს რესპუბლიკის მოედანიდან, მედიის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა 19 საატზე დაიწყება.